სენდჰეგენი: არ ვაპირებ დავიჯერო, რომ მერაბი დაუმარცხებელია
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილზე ილაპარაკა, რომელსაც ის 5 ოქტომბერს, UFC 20-ზე დაუპირისპირდება.
ამერიკელი მებრძოლის თქმით, ის არ აქცევს ყურადღებას იმ საუბრებს, რომ თითქოს ამ ბრძოლაში აუტსაიდერია და „მანქანას“ დამარცხების მცირე შანსები აქვს.
„არ ვაპირებ დავიჯერო, რომ მერაბი კარდიო მანქანაა და ის დაუმარცხებელია, რომლის გაჩერებაც შეუძლებელია. ვგეგმავ, გავიდე და ვცემო მერაბი, შემდეგ კი ქამარი მოვირგო. ეს არის ის, რაც გულის სიღრმეში მაქვს“, - თქვა სენდჰეგენმა.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა „მანქანამ“ UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს, შონ ომალის წინააღმდეგ დაიცვა, ბრძოლის შემდეგ კი განაცხადა, რომ მომდევნო სატიტულო ბრძოლას ყველაზე მეტად კორი იმსახურებს.
გეტყვით ასევე, რომ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა და ისეთ ლეგენდებს გაუთანაბრდა, როგორებიც ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი და დემეტრიუს ჯონსონი არიან.
რაც შეეხება სენდჰეგენს, (18-5) მას ბოლო 5 ჩხუბში 4 მოგება და 1 მარცხი აქვს. კორიმ სონგ იადონგს, მარლონ ვერას, რობ ფონტს და დეივისონ ფიგერედოს მოუგო, უმარ ნურმაგომედოვთან კი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.