„ჩარლზი სახიფათოა და თანაბარი ბრძოლა იქნება“ - დარიუში თოფურია-ოლივეირას ჩხუბზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბენეილ დარიუშმა Submission Radio-სთან ინტერვიუს დროს ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა და თავისი მოლოდინები გააზიარა.
რას ამბობს დარიუში:
„ვფიქრობ, ეს იმაზე თანაბარი ბრძოლა იქნება, ვიდრე ხალხს ჰქონია. ჩარლზი ნამდვილად ძლიერია, კარგი ნიკაპი აქვს, შესანიშნავი ჯიუ-ჯიცუ, ბრწყინვალე დარტყმები და ილიასთვის მსგავს კარგ მოკრივეებთან ამასთან გამკლავება რთული და სახიფათო იქნება. ის მუხლებსაც კარგად იყენებს და მოწინააღმდეგესაც კარგად ეკვრება - ყველა ამ თვისებას შეუძლია ილიას შენელება“.
„კარგი მოკრივე დარტყმის გასაკეთებლად დაბლა დაიხრება, რომ რაც შეიძლება სასარგებლო დარტყმა განახორციელოს, ამ დროს კი ჩარლზი მუხლს ასწევს და კონტრ-დარტყმას გააკეთებს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა იმაზე დაძაბული და თანაბარი იქნება, ვიდრე აქამდე ორივე მებრძოლის ჩხუბები ყოფილა. მესმის, რატომაც ანიჭებს ხალხი უპირატესობას ილიას და თუ მკითხავთ, მეც ზუსტად იმავეს ვფიქრობ, მაგრამ არ მგონია, რომ მას ამ ბრძოლაში გამარჯვება გარანტირებული ჰქონდეს“.
„ჩარლზი ყოველთვის საშიშია. ვიცი, რომ ილიას ძალიან კარგი ჯიუ-ჯიცუ აქვს, რადგან როდესაც ის რაიან ჰოლს ებრძოდა, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ფეხზეც და მიწაზეც ის კარგად იბრძოდა, ფაქტია შეძლო ბრაისის განეიტრალება. მიტჩელს კარგი ჯიუ-ჯიცუ აქვს, მაგრამ ილიას წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. ილიას გრეპლინგშიც ექნება შანსები. ის ძალიან კარგი მოჭიდავეა და არ შეიძლება ეს თვისება დაუფასებლად დავტოვოთ“.
შეგახსენებთ, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი იყო, თუმცა რუსმა მებრძოლმა ქვესაშუალო წონაში გადაინაცვლა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა. საჩემპიონო ქამრისთვის 27 ივნისს ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა შეხვდებიან.