ხვიჩა კვარაცხელია, თენგიზ სულაქველიძე
Aa
Aa

სულაქველიძე: „კვარა მსოფლიოს ტოპ-ხუთეულში შედის“

წლევანდელი საკლუბო სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება - შაბათს, 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ შეხვდება. პარიზული კლუბის გამარჯვების შემთხვევაში კი, ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძეს შემდეგ გახდება რიგით მეორე ქართველი, რომელიც ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს მოიგებს. კვარას წარმატებაში დარწმუნებულია ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე, რომელმაც Crystalsport-თან საუბარში „პსჟ“-ის ქართველი ვარსკვლავის პროგრესზე ისაუბრა.

თენგიზ სულაქველიძე

მე როგორც პროფესიონალი მოთამაშე, ვთვლი, რომ ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ტოპ-ხუთელში შედის. თავისი საოცარი ინდივიდუალიზმით ყველასგან გამოირჩევა და ასეთი სტილის მოთამაშეები თანამედროვე ფეხბურთში ნამდვილად დიდი იშვიათობაა. „ინტერი“ ძალიან ძლიერი მეტოქე იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ხვიჩას და მის თანაგუნდელებს შესწევთ იმის ძალა, რომ ნერიაძური დაამარცხონ და კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდნენ.

ცნობისათვის, „პარი სენ-ჟერმენისთვის“ ეს ჩემპიონთა ლიგის რიგით მეორე ფინალი იქნება - 2020 წელს პარიზელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში მიუნხენის „ბაიერნთან“ 0:1 წააგეს და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის პირველად მოსაგებად კიდევ ერთი შანსი რამდენიმე დღეში მიეცემათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრანგული მედია: კვარამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
ფრანგული მედია: კვარამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა