შეი გილჯეს-ალექსანდერი, ოკლაჰომა სიტი თანდერი
Aa
Aa

ოკლაჰომა კონფერენციის ჩემპიონია - თანდერი სუპერფინალში მეტოქეს ელოდება

„ოკლაჰომა“ NBA-ს დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გახდა. „თანდერმა“ თბილისის დროით, დღეს გამთენიისას, საკუთარ დარბაზში „მინესოტას“ 124-94 მოუგო და მეტოქე სერიაში 4:1 დაამარცხა. ფაქტია, რომ „ოკლაჰომა“ არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს და ის გახდა მესამე კლუბი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, რომელმაც სუპერფინალამდე 80 მატჩის მოგება მოახერხა. აქამდე მსგავსი შედეგით მხოლოდ 2015-2016 წლების „გოლდენ სტეიტსა“ და 1995-1996 და 1996-1997 სეზონების ფორმაციის “ჩიკაგოს“ შეეძლო ეამაყა.

რაც შეეხება „ტიმბერვულვზთან“ გამართულ მატჩს, „თანდერმა“ ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე გაიმარჯვა, ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო, რომელიც დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის MVP-იც გახდა. კანადელმა კალათბურთელმა ამჯერად 34 წუთი დაჰყო პარკეტზე და მატჩი 34 ქულით, 7 მოხსნით, 8 შედეგიანი პასითა და 2 ჩაჭრით დაასრულა. რაც შეეხება „მინესოტას“, მის რიგებში ჯულიუს რენდლი გამოირჩა, რომლის ანგარიშზეც 31 წუთში 24 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა გახლდათ.

სუპერფინალში გასული „ოკლაჰომა სიტის“ მეტოქე „ინდიანა“ – „ნიქსის“ წყვილში გამარჯვებული იქნება, სადაც ოთხი მატჩის შემდეგ „პეისერსი“ სერიას 3:1 იგებს და კიდევ ერთი წარმატების შემთხვევაში, აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰალიბერტონის ისტორიული საღამო | პეისერსმა ნიქსი დაამარცხა
ჰალიბერტონის ისტორიული საღამო | პეისერსმა ნიქსი დაამარცხა