როი ჯონსმა ილია თოფურიას გაწვრთნის მზადყოფნა გამოთქვა
ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ და დიდების დარბაზის წევრმა, როი ჯონს უმცროსმა ილია თოფურიაზე ილაპარაკა.
4 წონით კატეგორიაში, ყოფილმა მსოფლიო ჩემპიონმა თქვა, რომ მზადაა, „ელ მატადორი“ ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლისთვის მოამზადოს.
„დიდ ცვლილებას შევიტანდი ილიას კემპში, ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბის წინ, რადგან მე ვასწავლი, როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტიანად დარტყმის ტექნიკა და როგორ შევინარჩუნოთ კონტროლი დარტყმების დროს. MMA-ში ხომ ყოველთვის უნდა შეინარჩუნო ბალანსი, წინააღმდეგ შემთხვევაში წონასწორობას დაკარგავ, თუმცა ჩემი ჩხუბის სტილი კონტროლის ყოველთვის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ის, რასაც მე ვასწავლი, ნებისმიერს მოუტანს სარგებელს“ - თქვა ჯონსმა.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს (თბილისის დროით 29 ივნისს) ილია თოფურია მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური ქამრისთვის ჩხუბში ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.