„მის გამო საუკეთესო ნოკაუტის ბონუსის მიღება რთული იქნება“ - კაი კარა-ფრანსი თოფურიაზე
უმსუბუქესი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კაი კარა-ფრანსმა მსუბუქი წონის ჩემპიონობის პრეტენდენტზე, ილია თოფურიაზე ისაუბრა. ახალზელანდიელი ფიქრობს, რომ UFC 317-ზე საუკეთესო ნოკაუტის ბონუსს „ელ მატადორი“ მიიღებს.
„ყველამ იცის, რომ მე ხალხს შოუს ვთავაზობ და ამ წონაში ყველაზე ძლიერი დარტყმა მაქვს. მჯერა, რომ ალეშანდრე პანტოჟას დანოკაუტება შემიძლია, მაგრამ ღონისძიების საუკეთესო ნოკაუტის ბონუსის მიღება რთული იქნება, იმიტომ რომ მას ალბათ ილია თოფურია მიიღებს“.
ცნობისთვის, კაი კარა-ფრანსს UFC-ში 8 მოგება და 4 მარცხი აქვს. ბოლოს მან გასული წლის აგვისტოში ტექნიკური ნოკაუტით სტივ ერცეგი დაამარცხა.
UFC 317-ზე კაი კარა-ფრანსი უმსუბუქესი წონის ჩემპიონს, ალეშანდრე პანტოჟას შეხვდება, რომელსაც 7-ბრძოლიანი წაუგებელი სერია აქვს და ჩემპიონის ქამარი უკვე სამჯერ დაიცვა.
რაც შეეხება თოფურიას, როგორც ცნობილია, ის ამავე ღონისძიებაზე მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.