პიმბლეტს სურს, რომ ოქტომბერში თოფურიას ეჩხუბოს
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა განაცხადა, რომ სურს, ოქტომბერში, აბუ-დაბიში, ილია თოფურიას ეჩხუბოს, თუმცა მისი მეტოქე დიდი ალბათობით, ჯასტინ გეიჯი იქნება.
ბრიტანელმა გასულ თვეს მაიკლ ჩენდლერი დამაჯერებლად დაამარცხა, რის შემდეგაც რეიტინგის TOP-5-დან რომელიმე მებრძოლთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.
28 ივნისს, ილია თოფურია ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას ქამრისთვის ბრძოლაში დაუპირისპირდება. ჯასტინ გეიჯს კი ჩხუბი ჯერ არ აქვს დაგეგმილი.
UFC აბუ-დაბიში ოქტომბერში ღონისძიებას გამართავს, თუმცა პოტენციური თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
„იმედი მაქვს, რომ ოქტომბერში, აბუ-დაბიში“ ვიჩხუბებ. ვფიქრობ, სწორედ მაშინ დავბრუნდები გალიაში. ვფიქრობდი, რომ შეიძლება ილიამ გამომიწვიოს, თუ ის ოლივეირას დაამარცხებს. სიამოვნებით დავამარცხებდი, თუ ის ქამარს მოიპოვებს. ნებისმიერ შემთხვევაში ვიბრძოლებდი მასთან, მაგრამ მას რახან ჩხუბი უკვე აქვს, დიდი ალბათობით ჩემი მეტოქე გეიჯი იქნება“, - თქვა „ბედიმ“.
როგორც მოგეხსენებათ, პიმბლეტსა და თოფურიას დაძაბული ურთიერთობა აქვთ და პედი აცხადებს, რომ მისი და ილიას ჩხუბი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა იქნება. „ბედი“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბში, ილიას მხარესაა, რადგან ამ შემთხვევაში, საჩემპიონო ორთაბრძოლას სწრაფად მიიღებს.