ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ერთი სული მაქვს“ | პიმბლეტმა თოფურიას ელ ჩორიზო უწოდა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა ილია თოფურიას შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენა. „ბედიმ“ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე, მაიკლ ჩენდლერთან გამართული ჩხუბის ერთ-ერთი მომენტის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და „ელ მატადორს“ მიმართა.

„მოუთმენლად ველოდები, ელ ჩორიზოს ამ დარტყმას როდის მივაყენებ“, - წერს ინგლისელი მებრძოლი და ფოტოზე ვხედავთ, ჩენდლერს ფეხს თავში როგორ ურტყამს.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც პიმბლეტი თოფურიას „ელ ჩორიზოს“ უწოდებს. რამდენიმე კვირის წინ, „ბედიმ“ ილიაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ქართველ მებრძოლს მეტსახელად ელ ჩორიზო უნდა აერჩია და არა „ლეგენდა“.

როგორც მოგეხსენებათ, პიმბლეტსა და თოფურიას დაძაბული ურთიერთობა აქვთ და პედი აცხადებს, რომ მისი და ილიას ჩხუბი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა იქნება. „ბედი“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბში, ილიას მხარესაა, რადგან ამ შემთხვევაში, საჩემპიონო ორთაბრძოლას სწრაფად მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მინდა ისლამმა მოაკეტვინოს“ | ძიუბას სჯერა, რომ ილია მახაჩევთან უშანსოდაა
„მინდა ისლამმა მოაკეტვინოს“ | ძიუბას სჯერა, რომ ილია მახაჩევთან უშანსოდაა