„მინდა ისლამმა მოაკეტვინოს“ | ძიუბას სჯერა, რომ ილია მახაჩევთან უშანსოდაა
რუსეთის ნაკრების ფეხბურთელმა, არტიომ ძიუბამ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბზე ილაპარაკა. ძიუბამ იმედი გამოთქვა, რომ ოდესმე, მახაჩევი თოფურიას მოაკეტვინებს და დასძინა, რომ მისი აზრით, ილიას ისლამთან არანაირი შანსი არ აქვს.
„ვიცი, რომ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ადის და ჯეკ დელა მადალენასთან უნდა იჩხუბოს. ეს ორთაბრძოლა ძალიან მაინტერესებს, მაგრამ ისიც მინდა, ისლამმა თოფურიას მოაკეტვინოს, რადგან ილია ძალიან ბევრს ლაპარაკობს. მჯერა, მას ისლამის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვს“.
შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქიდან მსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლის შემდეგ, „ელ მატადორი“ მახაჩევთან ჩხუბს ითხოვდა, მაგრამ თანხმობა ვერ მიიღო. ისლამი და მისი წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ილიას ტოპ 5-ის რომელიმე წარმომადგენელი უნდა დაემარცხებინა და საჩემპიონო ორთაბრძოლა დაემსახურებინა. საბოლოოდ, არაფერი გამოვიდა და მახაჩევმა ქამარი ვაკანტური გახადა.
ისლამის წასვლის შემდეგ, „ელ მატადორი“ ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში, მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება. ბუკმეკერების აზრით, ილია აშკარა ფავორიტია და იმედია, UFC 3170-ზე, რომელიც 29 ივნისს გაიმართება, მის ტრიუმფს ვიხილავთ.