გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდას ბოლო მატჩი მესტალიაზე - ვალენსიას ფანებმა ქართველი ტაშით გააცილეს

ლა ლიგის 37-ე ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ატლეტიკ ბილბაოს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.

ქართველმა მეკარემ „ღამურების“ მაისურით „მესტალიაზე“ ბოლო მატჩი ჩაატარა და სამწუხაროდ კარის მშრალად შენახვა და გამარჯვება ვერ შეძლო. მამარდაშვილს კარგი მატჩი ჰქონდა და სამ ეპიზოდში მოახერხა თავისი გუნდის გადარჩენა, მაგრამ 72-ე წუთზე ბერენგერის ბრწყინვალე დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო. საბოლოოდ, ქართველმა მეკარემ მატჩი 3 სეივით დაასრულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „მესტალიაზე“ შეკრებილი პუბლიკა გიორგი მამარდაშვილს დაემშვიდობა. გულშემატკივრებმა ქართველი მეკარე აპლოდისმენტებით გააცილეს.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიას“ შემადგენლობაში 33-ე მატჩი ჩაატარა, 47 გოლი გაუშვა და 8-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.

„ღამურები“ ლა ლიგის 2024/25 წლების სეზონის დასკვნით, 38-ე ტურის შეხვედრას 25 მაისს, სტუმრად „ბეტისთან“ ჩაატარებენ და ეს მატჩი მამარდაშვილისთვის „ვალენსიას“ რიგებში ბოლო იქნება. ამ შეხვედრის შემდეგ ქართველი მეკარე ესპანურ კლუბს დატოვებს და „ლივერპულს“ შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„აბსოლუტურად შეუჩერებელი იყო“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე
„აბსოლუტურად შეუჩერებელი იყო“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე