რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები
Aa
Aa

21 წლამდე ნაკრები | სვანაძემ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი, 30 მაისიდან, 8 ივნისის ჩათვლით ქალაქ ვენიგცელში მოემზადება.

ავსტრიული შეკრების ფარგლებში ჩვენი გუნდი, ამხანაგურ მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს. 21-წლამდელები, რუმინელებს, 4 ივნისს, თბილისის დროით 20:30-ზე [18:30 - ცენტრალური ევროპის დრო], ფორაუს ურკრაფტ არენაზე დაუპირისპირდებიან.

8 ივნისს, ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მასპინძელ ქვეყანაში განაგრძობს. რუმინეთთან მატჩის რეპორტაჟის და სხვა დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დღეს 25-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ტურნირის საბოლოო განაცხადი - სლოვაკეთში წამსვლელი 23 ფეხბურთელის ვინაობა 4 ივნისს გახდება ცნობილი.

U21 | გაფართოებული შემადგენლობა


მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).

21 წლამდე ნაკრები, ივნისში, ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორი განსხვავებული თამაში გველის“ - ვილი სანიოლი ივნისის მატჩებზე
„ორი განსხვავებული თამაში გველის“ - ვილი სანიოლი ივნისის მატჩებზე