ანტონიო კონტე
Aa
Aa

ლაურენტისთან შეხვედრის პოზიტიური შედეგი - კონტე ნაპოლიში რჩება

ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ნაპოლიმ“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, რის გამოც ყველას გაუკვირდა გავრცელებული ინფორმაცია მისი შესაძლო გადადგომის თაობაზე. იტალიური მედია აქტიურად წერდა, რომ კონტე პარტენოპეის დატოვების შემდეგ „იუვენტუსს“ ჩაიბარებდა, სადაც როგორც ფეხბურთელის, ასევე მთავარი მწვრთნელის ამპლუაში საკმაოდ სერიოზული წარმატებებისთვის აქვს მიღწეული.

თუმცა, როგორც ახლა ირკვევა ნეაპოლელი გულშემატკივრებისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს და ის მომდევნო სეზონშიც მათ საყვარელ კლუბს უხელმძღვანელებს. ფაბრიციო რომანოსა და ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, ანტონიო კონტესა და აურელიო დე ლაურენტისს შორის შეხვედრა პოზიტიური შედეგებით დასრულდა, რადგან პრეზიდენტმა მთავარ მწვრთნელს ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება საგრძნობლად გაიზრდება. გარდა ამისა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გუნდის გასაძლიერებლად კონტეს სოლიდურ თანხას გამოუყოფენ, რაც „ნაპოლის“ ერთბაშად რამდენიმე ფრონტზე თანაბარი წარმატებით ასპარეზობის საშუალებას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მიღწეული წარმატების შემდეგ, ანტონიო კონტემ იტალიის სერია A-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა - ის ერთადერთი მწვრთნელია ისტორიაში, რომელმაც სკუდეტო სამ სხვადასხვა კლუბთან ერთად მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
La Gazzetta dello Sport: იტალიის ჩემპიონის ტიტული კვარამაც დაიმსახურა
La Gazzetta dello Sport: იტალიის ჩემპიონის ტიტული კვარამაც დაიმსახურა