დევიდ ბექჰემი, დევიდ სიმენი
Aa
Aa

შენიღბული ძალის ისტორია - დევიდ სიმენი ბექჰემს იხსენებს

როდესაც დევიდ ბექჰემმა 2009 წელს სანაკრებო კარიერა დაასრულა, მას სამ ლომში 115 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და ამ მხრივ მხოლოდ პიტერ შილტონს ჩამორჩებოდა.

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელის სანაკრებო კარიერა 1996 წელს დაიწყო. ბექჰემის დებიუტი 21 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვასთან შედგა.

ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ორი კვირით ადრე 96/97 წლების სეზონის პრემიერ ლიგის გახსნით მატჩში უიმბლდონის წინააღმდეგ გოლი საკუთარი ნახევრიდან გაიტანა..


აშკარა იყო, რომ ბექჰემს დიდი მომავალი ჰქონდა წინ, მაგრამ სამი ლომის ერთ-ერთი უკვე დამკვიდრებული ვარსკვლავისთვის ნათელი იყო, რომ რაღაცები მაინც დასამტკიცებელი ჰქონდა..

დევიდ სიმენი მის პირველ გამოძახებას იხსენებს:

„მასთან მივედი და დამშვიდება ვცადე. დევიდი ცოტა ნერვიულობდა. მიუხედავად ამისა, პირველივე ვარჯიშზე მისი ნიჭი შთამბეჭდავი იყო.“

ამის შემდეგ, სიმენი და ბექჰემი მომდევნო 6 წლის განმავლობაში ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრები იყვნენ და ერთად 37-ჯერ ითამაშეს. ამ პერიოდში სამ ლომს ჰოდლი, კიგანი, ერიქსონი და ჰოვარდ უილკინსონი წვრთნიდნენ.

ბექჰემი და სიმენი პრემიერ ლიგის 2 დაპირისპირებულ გუნდში თამაშობდნენ. სიმენი არსენალის მეკარე იყო, ბექჰემი მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი. მეთოფეების კარის დარაჯმა მისი თამაშის სტილი კარგად იცოდა და თქვა, რომ ბექჰემს ჰქონდა ერთი ისეთი თვისება, რომელსაც იმ ეპოქაში ვერაფერი შეედრებოდა:

„მე არასდროს შევხვედრილვარ ისეთს, ვისაც ისეთი შენიღბული ძალა ჰქონდა, როგორიც მას. მახსოვს, ვარჯიშზე რამდენიმე საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ვიგრძენი, როგორ გამიხსნა ბურთმა ხელები. მას ძალიან დიდი ძალა ჰქონდა.

წინასწარ ვერასდროს გათვლიდი, თუ საით წავიდოდა მისი დარტყმული ჯარიმა. წლების განმავლობაში მან ამ იარაღით, როგორც ინგლისის ნაკრებს, ისევე იუნაიტედს, არაერთი წარმატება მოუტანა.“

სიმენმა ინგლისის ნაკრებში 75 მატჩი ჩაატარა. უკანასკნელად კი 2002 წლის ოქტომბერში ითამაშა, რითიც თავისი 13-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ბექჰემმა კი სამ ლომში კიდევ 7 წელი გაატარა. თავისი შენიღბული ძალის გამოყენებით კი 17 გოლის გატანა მოახერხა..  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცხოვრების მთავარი მოგონება | დევიდ ლუიზი მწვრთნელის რანგში და ბედნიერი ემიგრანტები
ცხოვრების მთავარი მოგონება | დევიდ ლუიზი მწვრთნელის რანგში და ბედნიერი ემიგრანტები