„განსაკუთრებული არაფერი შეგვიცვლია“ - როგორ ემზადება თოფურია ოლივეირასთვის
ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა, ხესუს გალომ „მატადორის“ მსუბუქ წონაში გადასვლაზე ისაუბრა და საჩემპიონო ბრძოლაში მისი შანსები შეაფასა.
რას ამბობს ხესუს გალო:
„დიდი ხნის წინ ვიცოდით, რომ ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ქამრის დაცვის შემდეგ ილია სხვა დივიზიონში გადავიდოდა. ეს გადაწყვეტილება მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლამდეც მივიღეთ. ქამრის წარმატებით დაცვის შემდეგ კი დაუყოვნებლივ დავიწყეთ მუშაობა მსუბუქი წონის მებრძოლად გადაქცევაზე“.
„ილიას კუნთოვანი მასის მომატება სჭირდებოდა, მაგრამ არა ზედმეტად. გვინდოდა, რომ ლიმიტი 70 კილოგრამი ყოფილიყო. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ილიას თავისი სიჩქარე არ დაეკარგა, ეს მისი მთავარი ძალაა“.
„ახლა ილია საწვრთნელი ბანაკის დასკვნით ფაზაშია. მახაჩვისთვის ბრძოლისთვის რომ ვემზადებოდეთ, ვარჯიშები განსხვავებული გვექნებოდა. სხვადასხვა სპარინგ პარტნიორს ავირჩევდით და მთავარ ყურადღებას გამძლეობაზე გავაკეთებდით. ახლა კი განსაკუთრებული არაფერი შეგვიცვლია. მთავარი ამოცანა დარტყმების ძალის დამატება, სიმკვეთრის არ დაკარგვა და რეაქციის საჭირო დონის შენარჩუნებაა. ილიამ ფეხზე აქტიურად უნდა იმოძრაოს, მოწინააღმდეგის ყველა ხრიკი შეამჩნიოს და აკონტროლოს დისტანცია“.
„დარტყმის ძალის თვალსაზრისით, თოფურიას მსუბუქ წონაში პრობლემები არ ექნება. ვფიქრობ, დივიზიონში ნებისმიერზე ძლიერად დარტყმა შეუძლია. მასთან არც ერთ მოწინააღმდეგეს არ ექნება ძალაში უპირატესობა. რაც შეეხება სიმაღლეს, ილიამ არა ერთხელ იჩხუბა გაცილებით მაღალ ბიჭებთან და ყველამ ვნახეთ, რა შედეგიც დადგა“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ჩხუბი 29 ივნისს გაიმართება.