სიმონე ინძაგი, ალ ჰილალი
Aa
Aa

ინძაგი ალ-ჰილალის მწვრთნელობას დათანხმდა

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელი, სიმონე ინძაგი მზადაა, რომ „ალ-ჰილალი“ ჩაიბაროს. ამის შესახებ საშა ტავოლიერი წერს.

ჟურნალისტის წყაროს ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს წელიწადში 25 მილიონ დოლარს სთავაზობენ და ის შეთავაზებას უკვე დათანხმდა.

როგორც მოსალოდნელია, მოლაპარაკებების ფინალური ეტაპი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაიმართება - 31 მაისს, „ინტერი“ პსჟ-ს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ინძაგი მილანურ კლუბს 2021 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით, გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდა, ქვეყნის თასი 2-ჯერ, სუპერ თასი კი 3-ჯერ მოიგო.

გეტყვით ასევე, რომ „ალ-ჰილალმა“ მაისის დასაწყისში ჟორჟე ჟეზუში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2000 ევროს გამო | ფიფამ ლიონს ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალა
2000 ევროს გამო | ფიფამ ლიონს ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალა