ფრანგული მედია: კვარამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
ფრანგული მედია სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და მისი ჯანმრთელობა იდეალურად მდგომარეობაშია.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა საფრანგეთის თასის ფინალი გამოტოვა. ის ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა თამაშის დაწყებამდე 2 წუთით ადრე მის ნაცვლად ლუის ენრიკემ დუე დააყენა.
ამის მიზეზი კვარაცხელიას თავის ტკივილი იყო, რის გამოც საერთოდ მოედანი დატოვა და სახლში წავიდა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ სერიოზული არაფერი იყო და კვარა მალე განაახლებდა ვარჯიშს. საბედნიეროდ ასეც მოხდა.
შეგახსენებთ, რომ 31 მაისს პარი სენ ჟერმენი და ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერს დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.