„მაღალი დონის კლუბში გაამართლებს“ | ფრანგი ჟურნალისტი ზურიკოს აქებს
ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა, დანიელ რიოლომ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. რიოლომ დაასახელა ფეხბურთელები, რომელთა შეძენაც საფრანგეთის ლიგა 2-ში გავარდნილი „სენტ-ეტიენიდან“ შეიძლება და დავითაშვილი მათ შორისაა.
„სენტ-ეტიენში არის ფეხბურთელი, რომლის შეძენაც შესანიშნავი ტრანსფერი იქნებოდა. ის ხვიჩა კვარაცხელიას საუკეთესო მეგობარია. ზურიკო დავითაშვილი კარგი ფეხბურთელია. ვფიქრობ, მაღალი დონის კლუბში რომ გადავიდეს, ყველაფერი გამოუვა. დავითაშვილი ძალიან კარგი მოთამაშეა და ხასიათით გამოირჩევა. მართალია, არასტაბილურია, მაგრამ სენტ-ეტიენიდან მაინც წამოვიყვანდი“.
ცნობისთვის, დავითაშვილს რამდენიმე მსურველი ჰყავს. ბოლო პერიოდში, ზურიკოს ყველაზე აქტიურად „სტრასბურგს“ უკავშირებდნენ. ფრანგული პრესის მიხედვით, „სტრასბურგი“ სერიოზულადაა დაინტერესებული და შესაძლოა, მხარეებს შორის ბარტერი განხორციელდეს.
ცნობისთვის, დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 10 მილიონი ევროა და ზურიკომ გასული სეზონი 17 საგოლე მოქმედებით დაასრულა.