ქართველმა სუმოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 16 მედალი მოიპოვეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სუმოისტებმა წარმატებით იასპარეზეს. საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა ნაკრებებმა სულ 16 მედალი მოიპოვეს.
21-წლამდელთა შორის ოქროს მედლებს დაეუფლნენ დავით აქუბარდია (-100 კგ), ლუკა ავაზაშვილი (აბსოლუტური წონა) და დავით აბალაკი (+100 კგ), რომელმაც ასევე ვერცხლის მედალი დაიმსახურა აბსოლუტურ წონაში; ლუკა ავაზაშვილმა (100+ კგ) კი ბრინჯაოს მედალი მიიღო. გუნდურ ჩათვლაში 21-წლამდელთა ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა.
23-წლამდელებს შორის ჩემპიონობა იზეიმეს ლუკა ბერიძემ (77 კგ) და ლუკა ავაზაშვილმა (+115 კგ), ვერცხლის მედალი საბა გამთენაძემ (115 კგ) მიიღო, ბრინჯაოს მედლებს კი დავით აბდალაძე (70 კგ), დავით აქუბარდია (100 კგ) და ლუკა ავაზაშვილი (აბსოლუტური წონა) დაეუფლნენ. გუნდურ ჩათვლაში 23-წლამდელთა ნაკრებმა დაიკავა მეორე ადგილი.
სენიორებს შორის საბა გამთენაძემ (115 კგ) მეორე, ხოლო ზურა წიქორაძემ (+115 კგ) მესამე ადგილი დაიკავა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ვერცხლის მედალი აიღო.