კანკავა გააძევეს - თბილისის დინამო დილასთან დამარცხდა
Crystalbet ეროვნული ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. გორის დილამ თბილისის დინამოს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
ანგარიში მე-19 წუთზე ლეო ასუნსეომ გახსნა, რის შემდეგაც მასპინძლები გააქტიურდნენ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დილამ წონასწორობა აღადგინა. თავი შეყილაძემ გამოიჩინა.
მეორე ტაიმი გორელებმა აქტიურად დაიწყეს და 52-ე წუთზე შეყილაძემ დუბლი გაიფორმა. სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა ეს ვერ მოახერხეს.
მატჩის მიწურულს, მოედნიდან ჯაბა კანკავა გააძევეს, რომელსაც შელაპარაკება გულშემატკივართან მოუვიდა. გამოცდილი ნახევარმცველი ტრიბუნებთანაც კი მივიდა, რის შემდგაც მსაჯმა მას წითელი ბარათ უჩვენა.
შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, გორის დილას 38 ქულა დაუგროვდა და ლიდერ იბერია 1999-ს 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა თბილისურ კლუბს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. თბილისის დინამო კი 29 ქულით მესამე ადგილზეა.