მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

კრივი, კიკბოქსინგი და სამოყვარულო MMA | მერაბ დვალიშვილის რთული გზა

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა კევინ აიოლის ვრცელი ინტერვიუ მისცა. „მანქანამ“ MMA-ის მებრძოლის პროფესიონალური კარიერის პირველ ნაბიჯებზე ისაუბრა და დაასახელა დაბრკოლებები, რომელთა გადალახვაც აშშ-ში ჩასვლის შემდეგ ყველაზე მეტად გაუჭირდა.

„აშშ-ში ჩამოსვლის შემდეგ, ყველაზე რთული MMA-ის სპორტდარბაზის პოვნა და ორთაბრძოლების ჩანიშვნა იყო. MMA-ის სპორტდარბაზი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვიპოვე და პროფესიონალურ დონეზეც ვერ ვჩხუბობდი, შემდეგ კი საბედნიეროდ, სერა ლონგოს სპორტდარბაზი აღმოვაჩინე.

როდესაც აქ ჩამოვედი, კრივში 4-ჯერ ვიჩხუბე, 2 ბრძოლა კიკბოქსინგის წესებით გავმართე, სამი - MMA-ში, ოღონდ სამოყვარულო დონეზე. საქართველოში, პროფესიონალურ ორგანიზაციაში ვჩხუბობდი და 9 გამარჯვებაც მქონდა, მაგრამ ეს მოგებები არ ჩამითვალეს. პრობლემა იყო უცხო ენის არცოდნაც. ინგლისური არ ვიცოდი და ხალხს ვერ ვეკონტაქტებოდი. დიალოგის გამართვა მიჭირდა და ეს სერიოზულ დეპრესიაში მაგდებდა, თუმცა, ახლა ყველაფერი კარგადაა“.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გამოწვევების გარდა, „მანქანა“ მშენებლობაზეც მუშაობდა და თავის გატანას ასე ახერხებდა. მერაბის თავდადებამ და შრომისმოყვარეობამ შედეგი გამოიღო და ის ჩემპიონი გახდა, რომელმაც უმარ ნურმაგომედოვთან ტიტული დაიცვა, მეორედ კი ამის გაკეთებას შონ ომალისთან შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ რეალის წინააღმდეგ? - ყველაფერი ტრანსფერზეა დამოკიდებული
რონალდუ რეალის წინააღმდეგ? - ყველაფერი ტრანსფერზეა დამოკიდებული