დენიელ კორმიე, ჯონ ჯონსი, ტომ ასპინალი
Aa
Aa

„არ ეშინია, თუმცა არც გარისკვა სურს“ - კორმიე ჯონსი-ასპინალის ამბებზე

ტომ ასპინალმა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებს აცნობა, რომ 28 მაისს მასთან დაკავშირებულ სერიოზულ სიახლეებს უნდა ელოდონ, თუმცა ამ თარიღმაც ისე ჩაიარა, რომ UFC-ის მძიმე წონით დივიზიონში მასსა და ჯონ ჯონსს შორის საჩემპიონო ბრძოლა არ ჩანიშნულა. რატომ ვერ ხერხდება შეთანხმების მიღწევა და რატომ გაჭიანურდა ამდენი ხანი ასპინალისა და „ბოუნსის“ ჩხუბის გაოფიციალურება, ამის თაობაზე დენიელ კორმიეს ასეთი მოსაზრება აქვს:

„ჯონსი 38 წლისაა და მას სთავაზობენ 32 წლის ძალიან ძლიერ მებრძოლთან დაპირისპირებას, რომელიც გაცილებით ახალგაზრდა და დაუღლელია. შეიძლება „ბოუნსს“ არ ეშინია, მაგრამ ეჭვები უღრღნის გულს და გარისკვაც არ სურს. ასპინალთან ბრძოლის დროს ის შეიძლება ნოკაუტში ჩავარდეს და ზურგზე უგონოდ დაეცეს. შესაბამისად, ჯონს არ სურს მთელმა მსოფლიომ ასეთ მდგომარეობაში იხილოს. თუ მაინცდამაინც ტომთან ბრძოლა მოუწია, მაქსიმალურად შეეცდება რაც შეიძლება მეტი ჰონორარი მიიღოს“.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსის ანგარიშზე 28 გამარჯვება და 1 მარცხია, თუმცა ეს მარცხი მას დისკვალიფიკაციის გამო ჩაუთვალეს. ასპინალმა კი კარიერაში 15 შეხვედრა მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა - რადგანაც კორმიემ ნოკაუტი ახსენა, აქვე გეტყვით, რომ ტომმა UFC-ში 9 ჩხუბიდან 7 თავის სასარგებლოდ პირველივე რაუნდში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრივი, კიკბოქსინგი და სამოყვარულო MMA | მერაბ დვალიშვილის რთული გზა
კრივი, კიკბოქსინგი და სამოყვარულო MMA | მერაბ დვალიშვილის რთული გზა