„როცა ჩემპიონი გახდებით, აუცილებლად ჩამოვალ“ | სახო ტორპედოს ტოვებს
მამადუ სახო „ტორპედოს“ ტოვებს. ქუთაისურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ლეგენდარულმა ფრანგმა მცველმა „ტორპედოს“ მაისურით ბოლო შეხვედრა ჩაატარა.
„ლეგენდარულმა ფრანგმა მცველმა მამადუ სახომ ტორპედოს მაისურით დღეს თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა. მადლობას ვუხდით სახოს ჩვენს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში“, - წერს ქუთაისური კლუბი.
„ტორპედოში” მოსვლისას მსურდა მესაუბრა გუნდთან, გამეზიარებინა გამოცდილება. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ოჯახი საქართველოში იყო, შვილები სკოლაში აქ დადიოდნენ. მხოლოდ საუკეთესო შემიძლია ვუსურვო კლუბს, გუნდელებს. მადლობა ფანებს, მადლობა კლუბს ყველაფრისთვის. დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ. იმ დღეს, როცა ტორპედო ქვეყნის ჩემპიონი გახდება, აუცილებლად ჩამოვალ და აქ ვიქნები“, - აღნიშნა სახომ.
შეგახსენებთ, რომ მამადუ სახო პარი სენ ჟერმენის ღირსებას 2007/2013 წლებში იცავდა, ხოლო „ლივერპულში“ 2013/2017 წლებში თამაშობდა. „ტორპედოში“ კი 2024 წლიდან ასპარეზობდა.