საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

დღეს ქალთა ნაკრები ანდორას დაუპირისპირდება | ერთა ლიგა

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას გამართავს. დღეს, ირის ანტმანის გუნდი სტუმრად ანდორას დაუპირისპირდება.

თამაშამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრებმა მატჩის მასპინძელ ესტადიო ენკამპზე ივარჯიშა. დისკვალიფიკაციის გამო ანდორასთან მატჩს თეონა ბაქრაძე გამოტოვებს. 

ანდორა - საქართველოს მატჩი თბილისის დროით, 21:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: თათია გაბუნია (ლანჩხუთი), ეკა თაბაგარი (სამეგრელო, ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია (ნიკე-ლუსო, თბილისი)

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), სოფო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სალომე გასვიანი (ნიკე-ლუსო, თბილისი), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიერი, გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ანი აკობიძე (ლანჩხუთი), ელენე ენჯიბაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), ნათია დანელია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ლიზი მწყერაშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ელენე ბოლქვაძე (ბათუმი), ანანო წიქარიძე (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (რაჭა, ამბროლაური) მაიკო ბებია (იუქსექოვასპორი, თურქეთი), ნათია ჯოჯუა (ელიტა, თბილისი) თინათინ ამბალია (კვარტალი, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი).

წყარო: ეროვნული ნაკრები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ - საქართველოს ქალთა ნაკრები მალტასთან დამარცხდა
ზედიზედ მეორედ - საქართველოს ქალთა ნაკრები მალტასთან დამარცხდა