„არაფერს არ გამოვრიცხავთ“ - დონარუმას აგენტი პსჟ-დან მის წასვლაზე
„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა, ენცო რაიოლამ იტალიელი ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ილაპარაკა.
რაიოლამ იტალიელი გოლკიპერის პარიზული კლუბიდან წასვლის შესაძლებლობაც დაუშვა.
„კლუბთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჯიჯი ბედნიერია პარიზში. მისი კონტრაქტი 2026 წელს იწურება. სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ არის ინტერესი დიდი კლუბების მხრიდან. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ დაინტერესებული მხარეებისგან წინადადება არ შემოსულა. ჩვენ ამაზე არც გვიფიქრია, რადგან ჯიჯი პსჟ-ში ბედნიერია. თუმცა ფაქტია, რომ თუ არ მოვილაპარაკებთ ახალ შეთანხმებაზე, სხვა ვარიანტებს განვიხილავთ. ჯერჯერობით არაფერს არ გამოვრიცხავთ“, - თქვა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ დონარუმა პსჟ-ში 2021 წლის ზაფხულში „მილანიდან“, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მან პარიზელების შემადგენლობაში 153 მატჩი ჩაატარა.