მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია დავანოკაუტო“ - ომალი დვალიშვილზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ექსჩემპიონმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილთან მოახლოებულ ჩხუბზე ისაუბრა და საკუთარი შანსები შეაფასა.

„შუგა“ დარწმუნებულია, რომ „მანქანის“ დანოკაუტება შეუძლია.

შონ ომალი:

„ყოველი შეკრების შემდეგ უფრო უკეთესი მებრძოლი ხდები. ეს შეკრება ძალიან ხანგრძლივი გამოდგა და ის თითქმის მთლიანად გრეპლინგს დავუთმეთ. როდესაც კვირაში 5-6 დღე გრეპლინგზე ვარჯიშობ, ამ მხრივ აუცილებლად მოუმატებ.

12-13 კვირის განმავლობაში ვემზადებოდით მერანთან ჩხუბისთვის, ვმუშაობდით ამ მიმართულებით და ზუსტად ვიცი, რომ ახლა უფრო ძლიერი მებრძოლი ვარ... „მანქანა“ უნდა დავამტვრიო. ვიცი, რომ მერაბის დამარცხება შემიძლია. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შემიძლია დავანოკაუტო“.

ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ჩხუბი 7 ივნისს (თბილისის დროით 8 ივნისს) გაიმართება და UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ომალისა და დვალიშვილის პირველი შეხვედრა სატიტულო იყო და „მანქანის“ გამარჯვების დასრულდა, ახლა კი „შუგა“ რევანშის აღებას და ქამრის დაბრუნებას შეეცდება, დვალიშვილი კი, თავის მხრივ, ქამარს მეორედ დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კიდევ 9 თითი ხომ მაქვს“ | მერაბმა ტრავმაზე და მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა
„კიდევ 9 თითი ხომ მაქვს“ | მერაბმა ტრავმაზე და მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა