„საოცარი ჩხუბი იქნება“ | გილბერტ ბერნსი ილიას გამოკვეთილ ფავორიტად არ მოიაზრებს
გილბერტ ბერნსი UFC-ის მებრძოლია, რომელიც ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას კარგად იცნობს. ბერსნს ორივე მათგანთან უვარჯიშია და „დუ ბრონქსისა“ და „ელ მატადორის“ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბი საოცარი დაპირისპირება იქნება. ბუკმეკერები თოფურიას გამოკვეთილ ფავორიტად ასახელებენ, მაგრამ არ მგონია, ასე იყოს. მათ არაფერი იციან, უამრავი შეცდომა დაუშვიათ და ჩემი აზრით, ბევრად ახლო ორთაბრძოლაა, ვიდრე ჩანს.
თოფურია დაბალია და რთულად გაუმკლავდება იდაყვითა და მუხლებით განხორციელებულ დარტყმებს. კლინჩშიც არ ექნება საქმე მარტივად და ეს ფაქტორები გასათვალისწინებელია. ოლივეირას კლინჩი მომაკვდინებელია. არ მინდა, ვინმე ავირჩიო, რადგან ორივე მებრძოლთან ახლოს ვარ, მაგრამ ბევრად დაძაბული ჩხუბი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ოლივეირას ორთაბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 28 ივნისს (თბილისის დროით, 29 ივნისს) ჩანიშნული UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერების აზრით, თოფურია გამოკვეთილი ფავორიტია და სენსაცია თუ არ მოხდა, „ელ მატადორი“ ჩემპიონი გახდება.