გოჩოლეიშვილის მეორე ტიტული | კოპენჰაგენმა დანიის თასი მოიგო
გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ მიმდინარე სეზონში მეორე ტიტული მოიგო. დანიის ჩემპიონობის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა დანიის თასი დაისაკუთრა და ფინალში, „სილკებორგს“ შანსი არ დაუტოვა.
„კოპენჰაგენმა“ პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩაატარა. მესამე წუთზე, გუნდი ჯორდან ლარსონმა დააწინაურა. 34-ე წუთზე, ლუკას ლარაგერმა „კოპენჰაგენის“ უპირატესობა ორბურთიანი გახადა, ხოლო 4 წუთში, მოჰამედ ელიანუსიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.
Den 10. pokaltriumf er sikret ???? ????????
— F.C. København (@FCKobenhavn) May 29, 2025
Titelrekorden er vores️ ????#fcklive #oddsetpokalen pic.twitter.com/Wi3Z3QOxV3
გოჩოლეიშვილი განაცხადში იყო, მაგრამ სათამაშო დრო არ მიუღია და მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მიმდინარე სეზონში, ეს გოჩოლეიშვილის მეორე ტიტულია. ქართველი ფეხბურთელი დანიის ჩემპიონიც გახდა.