„ილია ძალიან დაბალია“ | მატეუშ გამროტის პროგნოზი ოლივეირას გამარჯვებაა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მატეუშ გამროტმა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბთან დაკავშირებით, პროგნოზი გააკეთა. გამროტმა „დუ ბრონქსის“ მხარე დაიჭირა და ფსონი მის გამარჯვებაზე განათავსა.
„თოფურიას ოლივეირას დანოკაუტება შეუძლია და ილიას ძალიან ძლიერი დარტყმები აქვს, თუმცა, ჩარლზი უფრო გამოცდილია და უკვე გამოავლინა, რომ უნივერსალური მებრძოლია. ჩარლზს შეუძლია, წარმატებას როგორც პარტერში, ისე დგომში მიაღწიოს და ილიას წინააღმდეგ გაბარიტებშიც უპირატესობა ექნება.
თოფურია ძალიან დაბალია და ეს ოლივეირას აძლევს ხელს. გამომდინარე ამ ყველაფრიდან, თანხას რომ ჩამოვდიოდე, ოლივეირას გამარჯვებაზე დავდებდი ფსონს“.
ცნობისთვის, ოლივეირას კარიერაში 35 მოგება და 10 წაგება აქვს. „დუ ბრონქსმა“ ბოლო ჩხუბში მაიკლ ჩენდლერს მოუგო, მანამდე კი არმან ცარუკიანთან დამარცხდა. „ელ მატადორისა“ და ოლივეირას დაპირისპირება საერთაშორისო ჩხუბის კვირის ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც თბილისის დროით, 29 ივნისს გაიმართება.