კონტრაქტიც გააფორმა | რონალდუ ალ ნასრში რჩება
კრიშტიანუ რონალდუ „ალ ნასრის“ რიგებში გააგრძელებს ასპარეზობს. ცნობილი ფრანგი ჟურნალისტის, სანტი აუნას ინფორმაციით, მხარეებს შეთანხმება მიღწეული აქვთ და ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გავრცელდება.
აუნას ცნობით, რონალდუმ კონტრაქტს ხელიც მოაწერა. ჯერჯერობით უცნობია, ხელშეკრულება რამდენ წელზეა გათვლილი, მაგრამ აუნა წერს, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი საუდის არაბეთში 2027 წლამდე დარჩება.
????EXCL: ???????????????? #SPL |
— Santi Aouna (@Santi_J_FM) May 30, 2025
✍️ Cristiano Ronaldo will stay at Al-Nassr ????????
???? Full agreement in place between the parties
❗️Saudi sources told us he HAS already signed his new contract with Al-Nassr pic.twitter.com/QldHaWGRM5
უცხოურ პრესაში იწერებოდა, რომ რონალდუს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე თამაში სურდა და „ალ ნასრის“ დატოვებას განიხილავდა. ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ისიც განაცხადა, რომ ამის შანსი არსებობდა, მაგრამ საბოლოოდ, ეს არ მოხდება. „ალ ნასრი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა და რონალდუ ახალი სეზონისთვის მოემზადება.
ცნობისთვის, რონალდუს გუნდმა სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და „ალ იტიჰადსა“ და „ალ ჰილალს“ ჩამორჩა.