მარკინიოსი
Aa
Aa

„ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა“ - მარკინიოსი ფინალის შემდეგ

„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა, მარკინიოსმა „ინტერთან“ მოგებული ფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

რა თქვა მარკინიოსმა:

„ამ გუნდთან ერთად გავიზარდე. ახლა ვფიქრობ ყველა იმ ფეხბურთელზე, რომელიც მოვიდა, ამ წარმატებას ვერ მიაღწია და წავიდა. ჩემი კერპი - ტიაგო სილვა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ედინსონ კავანი, ანხელ დი მარია. ძალიან ბევრი ფეხბურთელი იმსახურებდა ამ გამარჯვებას. დღეს თასს პარიზში ჩავიტანთ.

ასევე მადლობა ყველა გულშემატკივარს, რომელიც ჩვენთან ერთად იყო, ვინც „პარკ დე პრენსზე“ იყო და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გვქომაგობდა. ყველანი მიყვარხართ, დატკბით ამ გამარჯვებით, ჩვენ კი ახლა აქ, მიუნხენში ვიზეიმებთ.

ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა. ეს გზა ჩემმა ოჯახმა ჩემთან ერთად გაიარა. როდესაც დავიწყეთ, არავის სჯეროდა, რომ ასე შორს გავიდოდით. ეს სირთულეების 12 წელი იყო. ამ ტიტულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ“.

ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი ინტერთან:

მიუნხენში, „ალიანს არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალი გაიმართა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა. პარიზულმა გრანდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო, დომინანტური თამაში აჩვენა და „ნერაძური“ 5:0 გაანადგურა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„პარი სენ-ჟერმენის მებრძოლი სული“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში კვარაზე
„პარი სენ-ჟერმენის მებრძოლი სული“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში კვარაზე