გიორგი შერმადინი
Aa
Aa

ლაგუნა ტენერიფემ მესამეზე დაასრულა - შერმადინის 17 ქულა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული ეტაპი „ლაგუნა ტენერიფემ“ მესამე ადგილზე დაასრულა. თითქმის მთელი გათამაშების განმავლობაში კანარის კუნძულების გუნდი მეორე პოზიციას იკავებდა, თუმცა ბოლო ტურში სტუმრად „მანრესასთან“ 3-ქულიანი სხვაობით, 83:86 დამარცხდა, რითაც „ვალენსიამ“ ისარგებლა და კანარელებს ქულების უკეთესი შეფარდებით გაუსწრო.

გიორგი შერმადინმა კუნძულელების რიგებში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და ამ მხრივ მხოლოდ თანაგუნდელ ბრუნი ფიტიპალდოს ჩამორჩა. 36 წლის ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 27 წუთში 17 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა. მან შვიდიდან ხუთი ორქულიანი და შვიდიდან შვიდი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო მოხსნების რაოდენობით ორივე გუნდში საუკეთესო იყო და რვიდან ექვს შემთხვევაში ამის გაკეთება დაცვაში ასპარეზობისას შეძლო.

როგორც უკვე მოგახსენეთ, „ლაგუნა ტენერიფემ“ 25 მოგებითა და 9 წაგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა და მხოლოდ „რეალსა“ და „ვალენსიას“ ჩამორჩა. ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლას შერმადინი და მისი თანაგუნდელები უახლოეს დღეებში პლეი ოფის ეტაპიდან განაგრძობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მებრძოლი და ლიდერია“ - დუშკო ივანოვიჩი შენგელიაზე
“მებრძოლი და ლიდერია“ - დუშკო ივანოვიჩი შენგელიაზე