ლაშა დვალი
Aa
Aa

ლაშა დვალი კარიერას ბულგარულ კლუბში გააგრძელებს

ახალი არავისთვის არის, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა დვალმა აპოელი დატოვა და დღევანდელ დღემდე უგუნდოდ არის.

Telegraph მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც აღმოჩნდა, ჯვაროსნების უკანახაზელი კარიერას სოფიის ცსკ-აში გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, ამის შესახებ კლუბის მფლობელმა ცვეტომირ ნაიდენოვმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველი ბოლო წლებში პოგონის, ფერენცვაროშის და ბოლოს, როგორც უკვე მოგახსენეთ აპოელის ღირსებას იცავდა.

ლაშა დვალი 2015 წლიდან ასევე საქართველოს ნაკრების წევრი გახლავთ და საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ჯვაროსნების ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
იბერიადან ვაილეში - გიორგი ტაბატაძე კარიერას დანიაში გააგრძელებს
იბერიადან ვაილეში - გიორგი ტაბატაძე კარიერას დანიაში გააგრძელებს