ნიუკასლი, ვახტანგ სალია, თბილისის დინამო
Aa
Aa

“ეს ადვილი არ არის“ - სალია თბილისის დინამოს დაემშვიდობა

როგორც მოგეხსენებათ, ვახტანგ სალია კარიერას თბილისის დინამოდან ნიუკასლში გააგრძელებს.

ქართველმა ფეხბურთელი ინსტაგრამის საკუთარი გვერდის მეშვეობით თბილისურ კლუბს დაემშვიდობა.

რას წერს სალია?

„დადგა მომენტი, როდესაც ჩემს მშობლიურ კლუბს უნდა დავემშვიდობო. ეს ადვილი არაა, თუმცა ვიცი, რომ ეს ფეხბურთის ნაწილია და წინ ჩემი კარიერის ახალი ეტაპია.

დინამოში დიდი დრო გავატარე - აკადემიის თითქმის ყველა ასაკობრივი გუნდის შემდეგ, პირველი გუნდის ფორმაც მოვირგე და პროფესიონალ ფეხბურთელად სწორედ აქ ჩამოვყალიბდი. არასდროს დამავიწყდება ჩემი სადებიუტო გოლი, რომელიც ტორპედოს კარში გავიტანე.

ყველაფერი, რაც ახლა ვიცი ამ კლუბში ვისწავლე, ამიტომ, ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვისაც ამ გზაზე შევხვდი - მწვრთნელების, თანაგუნდელების, ხელძღვანელობის, პერსონალის და გულშემატკივრების.

ვიცი, რომ წინ დიდი გზა მელის და მზად ვარ, რომ ყველაფერი გავიღო, რათა წარმატებას მივაღწიო. გემშვიდობებით, მაგრამ მჯერა, რომ მომავალში აუცილებლად შევხვდებით.

ლურჯ-თეთრი ყოველთვის!“

View this post on Instagram

A post shared by Vakhtang Salia (@vakho7_)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეფექტური გოლების ფონზე - იბერიამ გორში დილა გაანადგურა
ეფექტური გოლების ფონზე - იბერიამ გორში დილა გაანადგურა