საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

საქართველოს ჯგუფის მოგების 3.4-პროცენტიანი შანსი აქვს | სუპერკომპიუტერის პროგნოზი

ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ერთი ქულა აქვს. „ჯვაროსნები“ ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდნენ, ხოლო უკრაინასთან ფრედ, 0:0 ითამაშეს. ჯგუფს ჩრდილოეთ ირლანდია და უკრაინა ლიდერობენ, რომლებსაც 4-4 ქულა აქვთ.

ორი მატჩის შემდეგ ცნობილმა სტატისტიკურმა პლატფორმამ, Football Meets Data-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის განახლებული პროგნოზები გაგვიზიარა. საქართველოს ჯგუფის მოგების 3.4-პროცენტიანი შანსი აქვს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

Football Meets Data-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, 55 პროცენტია იმის ალბათობა, რომ „ჯვაროსნები“ ბოლო ადგილს დაიკავებენ. მესამე პოზიციაზე გასვლის შანსი 27.4 პროცენტია, მეორეზე — 14.2%. რაც შეეხება დაქვეითებასა და აღზევებას, საქართველოს A დივიზიონში გადასვლის 7.2-პროცენტიანი შანსი აქვს, C დივიზიონში დაქვეითების კი — 15.4%.

Football Meets Data ჯგუფის ფავორიტად უკრაინას მოიაზრებს და თვლის, რომ „ლურჯ-ყვითლებს“ პირველი ადგილის დაკავების 68.6-პროცენტიანი შანსი აქვთ. მეორე ადგილზე ჩრდილოეთ ირლანდიაა (20.9%), მესამეზე კი — უნგრეთი (7.1%). სტატისტიკური პლატფორმის მიხედვით, „ჯვაროსნები“ 5 ან 6 ქულას აიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული მატჩი გველოდება“ - უნგრეთის მწვრთნელმა საქართველოზე ისაუბრა
„რთული მატჩი გველოდება“ - უნგრეთის მწვრთნელმა საქართველოზე ისაუბრა