ლუკაკუს ტრავმის ფონზე, ნაპოლი ვარდის ტრანსფერს განიხილავს
„ნაპოლი“ ჯეიმი ვარდის მიმართ ინტერესს იჩენს.
როგორც Daily Mail-ი წერს, ნეაპოლელებმა 38 წლის ინგლისელი ფეხბურთელი შესაძლო ვარიანტებში მას შემდეგ ჩასვეს, რაც რომელუ ლუკაკუმ ტრავმა მიიღო, რის გამოც ის 3 თვეს გამოტოვებს.
32 წლის ბელგიელმა „ოლიმპიაკოსთან“ ამხანაგური მატჩის დროს, მარცხენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ ვარდი „ლესტერთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, თავისუფალი აგენტია.
გეტყვით ასევე, რომ ინგლისელმა „ლესტერის“ შემადგენლობაში, ყველა ტურნირზე 496 მატჩი ჩაატარა, 198 გოლი გაიტანა და 69 ასისტი მიითვალა. კლუბთან ერთად, ის გახდა ინგლისის ჩემპიონი და ასევე მოიგო ქვეყნის თასი და სუპერთასი.