რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

ტრავმის გამო, ლუკაკუმ შეძლება 3 თვე გამოტოვოს

რომელუ ლუკაკუმ სერიოზული ტრავმა მიიღო. 

„ნაპოლისა“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა, „ოლიმპიაკოსთან“ ამხანგური მატჩის დროს, ფეხი დაიზიანა. 

გამოკვლევამ მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა დაადგინა, რის გამოც 32 წლის ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდება.

როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომელუ მინიმუმ 3 თვეს გამოტოვებს. ამასთან დაკავშირებით კი, „ნაპოლის“ სატრანსფერო ბაზარზე გასვლა და თავდასხმის ხაზის გაძლიერებაზე ზრუნვა მოუწევს. 

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ლუკაკუმ 38 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 11 ასისტი მიითვალა. ის ნეაპოლური კლუბის ღირსებას 2024 წლის აგვისტოდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სანჩომ რომაში გადასვლაზე უარი თქვა
სანჩომ რომაში გადასვლაზე უარი თქვა