ბექა ბურჯანაძე, კამარ ბოლდუინი
Aa
Aa

ქართული დერბი ბოლო ტურში - ბოლდუინმა ბურჯანაძეს მოუგო

ესპანეთის ლიგა ენდესას რეგულარული ეტაპის ბოლო, XXXIV ტურში, გალიასიაში უმოტივაციო გუნდების შეხვედრა შედგა, რომელთა ღირსებასაც საქართველოს ნაკრების კალათბურთელები იცავდნენ. ქვედა ლიგაში რამდენიმე ტურის წინ დაქვეითებულ „ლეიმას“ ბექა ბურჯანაძის შედეგიანი თამაში გასამარჯვებლად არ ეყო და „ბასკონიასთან“, რომლის ღირსებასაც კამარ ბოლდუინი იცავს, 4-ქულიანი სხვაობით, 101:105 დამარცხდა.

ბურჯანაძემ პარკეტზე გატარებულ 22 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ბექამ ორიდან ერთი სამქულიანი, რვიდან ოთხი ორქულიანი და ორიდან ორივე საჯარიმო ჩააგდო. ექვსიდან ხუთჯერ მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ხუთი პერსონალური ჯარიმა მიიღო. რაც შეეხება ბოლდუინს, საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 19 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 3 ასისტი და 1 ჩაჭრა ჩაიწერა აქტივში. კამარმა სამიდან ერთი სამქულიანი, ხუთიდან ორი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო გამოიყენა. ბურთი სამჯერ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული ეტაპი „ლეიმამ“ 7 მოგებითა და 27 მარცხით ბოლო ადგილზე დაასრულა და ქვედა დივიზიონში დაქვეითდა, ხოლო „ბასკონიამ“ 19 მოგებითა და 15 წაგებით მერვე პოზიცია დაიკავა და პლეი ოფში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მებრძოლი და ლიდერია“ - დუშკო ივანოვიჩი შენგელიაზე
“მებრძოლი და ლიდერია“ - დუშკო ივანოვიჩი შენგელიაზე