ქუთაისი 2010
Aa
Aa

ზედიზედ მეორე ჩემპიონობა - ქუთაისის გმირობა ფინალურ სერიაში

„ქუთაისი“ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. კოტე ტუღუშის მომზადებულმა გუნდმა დღეს საკუთარ დარბაზში სუპერლიგის ფინალური სერიის რიგით მეხუთე და გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლუბი 11-ქულიანი სხვაობით, 93-82 დაამარცხა, სერიაში 3:2 გაიმარჯვა და ოქროს მედლები მოიპოვა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გიორგი კორსანტია გახლდათ - „ქუთაისის“ და საქართველოს ნაკრების მოთამაშემ 30 წუთში 30 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა დააგროვა და შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა. ორმაგი დუბლი იყო მისი თანაგუნდელისა და ქუთაისელთა კაპიტნის, აკაკი დვალიშვილის ანგარიშზეც, რომელმაც 23 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. რაც შეეხება თსუ-ს, მათ რიგებში 10-ქულიან ზღვარს ვერც ერთი კალათბურთელი ვერ გადასცდა.

ქუთაისელების წარმატება ორმაგად დასაფასებელია ფინალური სერიის სცენარიდან გამომდინარე. საკუთარ მოედანზე ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ტუღუშის გუნდმა თბილისში უნივერსიტეტელებს ორჯერ მოუგო და გადამწყვეტი მატჩის ჩატარების სტატუსი დაიბრუნა, რაც როგორც ახლა გამოჩნდა, გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა. „ქუთაისი“ საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ ისტორიაში კი მეოთხედ და ოთხივე შემთხვევაში კოტე ტუღუშის ხელმძღვანელობით გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მებრძოლი და ლიდერია“ - დუშკო ივანოვიჩი შენგელიაზე
“მებრძოლი და ლიდერია“ - დუშკო ივანოვიჩი შენგელიაზე