„ესპანურმა მოდელმა კალჩო გაანადგურა“ - ბუფონი კრიზისის მიზეზებზე
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ გავიდა, თუმცა აპენინის ნახევარკუნძულზე მაინც მიიჩნევენ, რომ იტალიური საკლუბო ფეხბურთი კრიზისშია და სერია A როგორც პრემიერ ლიგას, ასევე ლა ლიგას საგრძნობლად ჩამოუვარდება. ასეთივე აზრზეა ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, რომელიც თანამემამულეების საჯაროდ გაკრიტიკებას არ მოერიდა და საკმაოდ საინტერესო მოსაზრება ჩამოაყალიბა.
რას ამბობს ბუფონი
დიდი ხანია იტალია ნიჭიერი ფეხბურთელების სამჭედლოდ აღარ ითვლება და ამაში მთავარი დამნაშავენი ისევ და ისევ ჩვენ ვართ, რადგან საკუთარი იდენტობა უარვყავით. სერია A-ს კლუბების უმეტესობამ გადაწყვიტა, რომ ესპანური მოდელი მსოფლიოში საუკეთესოა და შექმნილი რთული ვითარებიდან მისი კოპირება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.
შედეგად რა მივიღეთ? ფაბიო კანავაროს, ჩირო ფერარასა და ჯორჯო კიელინის ახლა რომ ეთამაშათ, არც ერთ გუნდში არ მიიღებდნენ და იცით რატომ? იმიტომ, რომ მათ მათ გამჭოლი პასების გაკეთება არ შეუძლიათ. არც ვიცი რა ვთქვა, სრული კატასტროფა ხდება.
ცნობისათვის, ჯანლუიჯი ბუფონს საკლუბო კარიერის განმავლობაში „პარმას“, „იუვენტუსისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში უთამაშია, თუმცა ყველაზე დიდ წარმატებას სანაკრებო დონეზე მიაღწია, როდესაც 2006 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.