დემბელე: ყველა ოქროს ბურთზე მელაპარაკება, მთავარი კი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა
უსმან დემბელემ „ოქრო ბურთისთვის“ ბრძოლაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„პარი სენ-ჟერმენის“ ვინგერმა მიმდინარე სეზონში, 48 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა. 31 მაისს, პარიზელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდებიან.
„ყველა ოქროს ბურთზე მელაპარაკება, მაგრამ მე უკვე ვთქვი, რომ მთავარი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. როდესაც პსჟ-ში თამაშობ, არის ისეთი რაღაცები, რაც ინდივიდუალურ ჯილდოებზე გაცილებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ტიტულის მოგებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. მშივრები ვიქნებით და იმედი მაქვს, ფინალს მოვიგებთ. თუმცა ეს რთული იქნება, რადგან „ინტერი“ რთული მეტოქეა“, - თქვა დემბელემ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.