ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

„მას კარგი გაცილება ელის“ - ლევანტეს მწვრთნელი ქოჩორაშვილზე

„ლევანტეს“ მწვრთნელმა ხოაკინ კალერომ ლა ლიგა 2-ის დასკვნითი ტურის წინ პრესკონფერენცია გამართა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის შეეხო გიორგი ქოჩორაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც. 

„ქოჩორაშვილმა შესაძლოა ვერ ითამაშოს, ვნახოთ, როგორ ჩაატარებს ხვალინდელ ვარჯიშს. ვისურვებდი, რომ მას რამდენიმე წუთი ეთამაშა და გულშემატკივრებს მოედნიდან დამშვიდებოდა, თუმცა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამას.

მის ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ. მით უმეტეს, რომ მატჩს სატურნირო ცხრილის კუთხით მნიშვნელობა არ ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში, მას კარგი გაცილება ელის“.

ცნობისთვის, „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ის ერთპიროვნული ლიდერია და მომდევნო სეზონში ესპანური ფეხბურთის ელიტაში ითამაშებს.

რაც შეეხება ქოჩორაშვილს, ის კარიერას ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადაწყვეტილება მიღებულია | კვერნაძე პლეიაუტს გადაურჩა, ლოჩოშვილი სამპას ხვდება
გადაწყვეტილება მიღებულია | კვერნაძე პლეიაუტს გადაურჩა, ლოჩოშვილი სამპას ხვდება