ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

„ინტერს“ ვაფასებ, მაგრამ... | ჯოკოვიჩი კვარას უქომაგებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამჟამად 2025 წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირში, როლან გაროსის გათამაშებაში მონაწილეობს, თუმცა ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი ყურადღებას არც სპორტის სხვა სახეობებს აკლებს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხოდ პრაქტიკულად არასოდეს ტოვებს. ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც ერთ-ერთი ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ რომელ გუნდს ანიჭებდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ნოლე უპირატესობას და მისგან პასუხიც მიიღო.

როგორც გაირკვა, ჯოკოვიჩი მიუნხენურ ფინალში ხვიჩა კვარაცხელიასკენ და მისი თანაგუნდელებისკენ იქნება, რადგან წლევანდელი ფორმაციის „პარი სენ-ჟერმენის“ ასპარეზობით მოხიბლულია. თუმცა, ამაზე უფრო მეტად პარიზელებს იმ უბრალო მიზეზით უგულშემატკივრებს, რომ თავად წლებია „მილანის“ ქომაგია და მიუხედავად იმისა, რომ „ინტერს“ ძალიან აფასებს, ნამდვილად არ ესიამოვნება თუ ჩემპიონთა ლიგას მისი საყვარელი როსონერის ყველაზე პრინციპული მეტოქე მოიგებს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ნოვაკ ჯოკოვიჩი როლან გაროსზე ასპარეზობს და უკვე ორი შეხვედრის მოგება მოახერხა - სერბმა როგორც  ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი, ასევე ფრანგი კორენტინ მუტე სამ სეტში დაამარცხა. ხვალ კი, მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე ავსტრიელ ფილიპ მისოლიკს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას კარგად ვიცნობთ“ | ფინალის წინ, ლაუტაროს კვარაზე ჰკითხეს
„ხვიჩას კარგად ვიცნობთ“ | ფინალის წინ, ლაუტაროს კვარაზე ჰკითხეს