ისლამ მახაჩევი, იან გარი
Aa
Aa

„დაღესტან-ირლანდიის დაპირისპირება განვაგრძოთ“ - იან გარის ისლამთან ჩხუბი სურს

ისლამ მახაჩევთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საკუთარ მოსაზრებას როგორც მსუბუქი, ასევე ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ბევრი მებრძოლი გამოთქვამს. მიზეზი მარტივია - 33 წლის დაღესტნელმა წონა შეიცვალა და უახლოეს პერიოდში ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონ ჯეკ დელა მადალენასთან მოუწევს დაპირისპირება. მახაჩევის შესახებ ირლანდიელმა მებრძოლმა იან გარი მაჩადომ, რომელმაც ცოტა ხნის წინ კარლოს პრატესი დაამარცხა, საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა

იან გარი

თუ ადამიანები დაიწყებენ ჩვენი ბრძოლის რეკლამირებას დაღესტნისა და ირლანდიის დაპირისპირების კონტექსტში, ამის საწინააღმდეგო არაფერი მექნება. თუმცა, ეს მხოლოდ მე უნდა მეხებოდეს და არავითარ შემთხვევაში პარალელი არ უნდა გაევლოს ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორის დუელთან, რადგან მათი კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდა.

ახლა ისლამი Pound4pound-ის ლიდერია და სურს ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონობა. თუ ის მადალენას დაამარცხებს, ტიტულისთვის ბრძოლის შანსი მეც უნდა მომცენ. ყველაზე მეტად მსურს ოქტაგონში შესვლა და ყველა წონითი დივიზიონის რეიტინგის ლიდერის დამარცხება, რადგან ეს საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ მსოფლიოს დაუმტკიცო, თუ ვინ არის პლანეტის საუკეთესო მებრძოლი.

ცნობისათვის, იან გარი მხოლოდ მახაჩევზე საუბრით არ შემოფარგლულა და აღნიშნა, რომ მას პრობლემების შექმნა ხამზატ ჩიმაევისთვისაც შეუქმნია, რომელსაც მისი აზრით, ჯერ მისი სიძლიერისა და პოტენციალის მქონე მეტოქე არ შეხვედრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზღვარი არ გადალახოს, თორემ...“ - ტაგირ ულანბეკოვმა თოფურიას მიმართა
„ზღვარი არ გადალახოს, თორემ...“ - ტაგირ ულანბეკოვმა თოფურიას მიმართა