ბითაძის 6 ქულა - ორლანდომ ზედიზედ 3 მატჩი მოიგო
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ორლანდომ ნიუ-იორკს უმასპინძლა და 133:121 დაამარცხა.
WAGIC WIN???? pic.twitter.com/rViCSAm75C
— Orlando Magic (@OrlandoMagic) November 23, 2025
ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი გოგა ბითაძემაც შეიტანა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 19 წუთი და 7 წამი დაყო.
ამ პერიოდის განმავლობაში გოგამ 6 ქულას, 7 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
ბითაძემ 4-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 3 გამოუვიდა. 7 მოხსნიდან 5 საკუთარ ფარზე შეასრულა, 2 კი მეტოქის. ჯამში გოგამ მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.
ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. 17 მატჩი, 10 მოგება, 7 წაგება - ასეთია ქართველი კალათბურთელის გუნდის სტატისტიკა. შემდეგ ტურში ორლანდო ბოსტონს ესტუმრება.