ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარას საგოლე პასი ლიგა 1-ში | პსჟ-მ ლე ავრი დაამარცხა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში პსჟ-მ შინ „ლე ავრი’’ 3:0 დაამარცხა. 29-ე წუთზე ლი კანგ-ინმა ანგარიში გახსნა, 65-ე წუთზე ჟოაუ ნევეშმა შეაგდო, 87-ე წუთზე კვარაცხელიას საგოლე პასით ბარკოლამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა, თამაშში 71-ე წუთზე ჩართო. ხვიჩამ და ბარკოლამ კარგი ურთიერთგაგება გამოავლინეს, მესამე გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე მარცხენა ფლანგზე შეტევა კარგად განავითარეს, თუმცა კარისკენ ხვიჩამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა. რაც შეეხება საგოლე პასის მომენტს, ხვიჩამ ბარკოლა მეკარესთან პირისპირ დატოვა.

 

13 ტურის შემდეგ პსჟ 30 ქულით ლიგა 1-ის ლიდერია. მომდევნო ტურში, 29 ნოემბერს „მონაკოს'' მიიღებს, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემს'' უმასპინძლებს. მატჩი ოთხშაბათს ღამით, 00:00 საათზე დაიწყება.

ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, სამ მატჩში მის აქტივში 2 გოლი (ატალანტასთან და ლევერკუზენთან) და 1 საგოლე გადაცემაა (ლევერკუზენთან).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკოს მე-7 საგოლე მოქმედება სეზონში | სენტ-ეტიენს გამარჯვებაში დაეხმარა
ზურიკოს მე-7 საგოლე მოქმედება სეზონში | სენტ-ეტიენს გამარჯვებაში დაეხმარა