იან გარი
Aa
Aa

იან გარი: “ქართველებო, თქვენი დახმარება მჭირდება“

ახალი არავისთვის არის, რომ იან გარის მომავალში ისლამ მახაჩევთან სურს დაპირისპირება. გუშინ დასრულებული ივენთის შემდეგ, ირლანდიელმა მებრძოლმა Setanta Sports Georgia-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მას საქართველოსი ჩამოსვლა სურს.

რა თქვა გარიმ?

„გპირდებით, საქართველოში მოვდივარ. ეს ყველას გითხარით. აუცილებლად ჩამოვალ, რადგან ქართველებს ფენომენალური მოჭიდავეები, ჯუდოკები და სამბისტები გყავთ.

როდესაც ისლამ მახაჩევის დონის მეტოქისთვის ემზადები, ეს დაგჭირდება. ასე რომ, ქართველებო, თქვენი დახმარება მჭირდება. ცაცია მოჭიდავეებო, რომლებიც ფიქრობთ, რომ ისლამს ჰგავხართ, შეხვედრის ადგილზე შევთანხმდეთ, შეგხვდებით და ერთმანეთს დავეხმაროთ.

ინტერვიუს შემდეგ ნომერს ჩაგაწერინებთ. მინდა დავრწმუნდე, რომ ამას მოვაგვარებთ. გამარჯვების შემდეგ დაკავშირება ჭკვიანურია. გაფასებთ და მიყვარხართ ქართველებო.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართლ ივენთზე იან მაჩადო გარიმ მსაჯების გადაწყვეტილებით ყოფილი ჩემპიონი ბელალ მუჰამედი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები