„შეშინება სცადა, ჩემთან ეს გამორიცხულია“ - ცარუკიანი კონფლიქტის მიზეზებზე
UFC Qatar-ის ღონისძიების წინა დღეს მთავარი ბრძოლის მონაწილეეებს შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა. პირისპირ დგომის დროს, არმან ცარუკიანი დენ ჰუკერის ირონიულმა სახემ გააღიზიანა და მეტოქეს თავი ჩაარტყა, რამაც ბუნებრივია დიდი აურზაური გამოიწვია. რა იყო ფიზიკური დაპირისპირების გამომწვევი მიზეზი ამის თაობაზე სომეხ მებრძოლს შეკითხვა დაუსვეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„მან ჩემი შეშინება სცადა და არავის ვურჩევ არმან ცარუკიანთან ყოფნისას მსგავს მოქცევას. ის ჩემსკენ ავტომატურად წამოვიდა და მაშინვე მომინდა ჰუკერის ცემა. ვერავინ ვერასოდეს ვერ შეძლებს ჩემს დამცირებას, შეშინებას და ფიზიკურად გასწორებას - ეს გამორიცხულია. დანარჩენზე კი ჰუკერთან მუშტებით ოქტაგონში ვისაუბრებ“.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანსა და დენ ჰუკერს შორის მსუბუქ წონით დივიზიონში გასამართი ორთაბრძოლა დღევანდელი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. იქამდე კი, ამავე ქარდზე ალექსანდრე თოფურია UFC-ში თავის მეორე ბრძოლას ყაზახ ბეკზატ ალმახანთან ჩაატარებს.