არმანისა და ალექსანდრეს იდეალური მებრძოლი | ილიას ძალა, მერაბის კარდიო
UFC-ის მომდევნო ღონისძიების მონაწილეებმა, არმან ცარუკიანმა და ალექსანდრე თოფურიამ იდეალური მებრძოლი ააწყვეს. ცარუკიანი დენ ჰუკერს დაუპირისპიდება, ხოლო „ელ კონკისტადორი“ ბეკზატ ალმახანს შეხვდება და ჩხუბებამდე მათ TNT Sports-ი გაესაუბრა.
ალექსანდრე თოფურიას იდეალური მებრძოლი
ძალა: ილია თოფურია
კარდიო: მერაბ დვალიშვილი
საბრძოლო ინტელექტი: ჯონ ჯონსი
ჭიდაობა: ხამზატ ჩიმაევი
ნიკაპი: ხაბიბ ნურმაგომედოვი
სისწრაფე: დემეტრიუს ჯონსონი
სალაპარაკო უნარები: ჩეილ სონენი
არმან ცარუკიანის იდეალური მებრძოლი
ძალა: ილია თოფურია
კარდიო: მერაბ დვალიშვილი
ფეხით დარტყმები: არმან ცარუკიანი
საბრძოლო ინტელექტი: ისლამ მახაჩევი
ჭიდაობა: ხაბიბ ნურმაგომედოვი
ნიკაპი: მერაბ დვალიშვილი
სალაპარაკო უნარები: კონორ მაკგრეგორი
შეგახსენებთ, რომ UFC-ის ღონისძიება შაბათს, თბილისის დროით, 20:00-დან დაიწყება. ალექსანდრეს ჩხუბს დაახლოებით 20:30-დან ვიხილავთ.