ილია თოფურია, არმან ცარუკიანი, ალექსანდრე თოფურია, დენ ჰუკერი
Aa
Aa

ცარუკიანმა ჰუკერზე გაიწია, ალექსანდრე, მაჩადო გარი და ილია | UFC-ის ცერემონიული აწონვები

UFC-ის მომდევნო ღონისძიება დოჰაში გაიმართება და მისი მთავარი მოვლენა არმან ცარუკიანისა და დენ ჰუკერის დაპირისპირებაა. დღეს დილით აწონვების ცერემონია ვიხილეთ, ახლახან კი ცერემონიული აწონვები დასრულდა და საინტერესო მომენტებიც ვნახეთ.

ალექსანდრე თოფურიასა და ბეკზატ ალმახანის მზერათა დუელი ინციდენტების გარეშე დასრულდა. მებრძოლებმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეს და კულისებში გადაინაცვლეს.

UFC-ის მომდევნო ღონისძიებაზე პედი პიმბლეტის ახლო მეგობარი, ლუკ რაილი ჩხუბობს. „ბედისა“ და ილია თოფურიას დაპირისპირება აქვთ და „ელ მატადორი“ სცენაზე იმყოფებოდა, სადაც მებრძოლები მზერათა დუელებს მართავდნენ. პიმბლეტი რაილისთან ერთად გამოვიდა, მაგრამ მასსა და ილიას შორის არაფერი მომხდარა.

ცარუკიანისა და ჰუკერის ჩხუბამდე იან მაჩადო გარისა და ბელალ მუჰამედის დაპირისპირება არის ჩანიშნული. სცენაზე პირველი ირლანდიელი მებრძოლი ავიდა და „ელ მატადორს“ განსაკუთრებულად მიესალმა.

რაც შეეხება ცარუკიანსა და ჰუკერს, როდესაც ისინი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ, „ჰენგმენმა“ ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს არმანისთვის დარტყმას აპირებდა. ამის შემდეგ, ცარუკიანმა მასზე გაიწია და თავი ჩაარტყა, თუმცა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მებრძოლები დაამშვიდეს.

.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამს მხოლოდ ის შეაჩერებს“ - კორმიე და მასვიდალი ერთ აზრზე არიან
„ისლამს მხოლოდ ის შეაჩერებს“ - კორმიე და მასვიდალი ერთ აზრზე არიან