ისლამ მახაჩევი, დენიელ კორმიე, შავკატ რახმონოვი, ხორხე მასვიდალი
Aa
Aa

„ისლამს მხოლოდ ის შეაჩერებს“ - კორმიე და მასვიდალი ერთ აზრზე არიან

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ისლამ მახაჩევის დომინანტურმა გამარჯვებამ ბევრი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ 34 წლის დაღესტნელი მებრძოლი ამ წონაშიც ისეთივე უძლეველი გახდება, როგორიც მსუბუქ წონაში იყო. თუმცა, არსებობენ ისეთები, რომელთაც მახაჩევის დასამარცხებლად საკუთარი კანდიდატურა ჰყავთ შერჩეული და დარწმუნებული არიან, რომ შავკატ რახმონოვი ისლამს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ამის თაობაზე ერთ-ერთ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში დენიელ კორმიემ და ხორხე მასვიდალმა დეტალურად ისაუბრეს.

დენიელ კორმიე

შავკატ რახმონოვი სწორედ ის არის, რომელთანაც ისლამს წარმოუდგენლად რთული ბრძოლა ექნება. რახმონოვის სიმაღლე, მისი საჭიდაო უნარები და დარტყმის ტექნიკა არის ყველაფერი ის, რაც დაუჯერებლად სანახაობრივ ჩხუბს გვიანონსებს. ვაღიარებ, მეგონა, რომ მახაჩევი ჯეკ დელა მადალენასთან კარიერის ყველაზე რთულ დაპირისპირებას ჩაატარებდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, შავკატთან კი ეს გამორიცხულია.

ხორხე მასვიდალი

შავკატი ნამდვილი მონსტრია და ალბათ ერთადერთია, რომელსაც ამ წონაში ისლამისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. ის მახაჩევზე დიდია, კარგად ჭიდაობს და უსაზღვრო გამძლეობა აქვს. გარდა ამისა, დგომშიც არაჩვეულებრივია - მართალია, ხანდახან დარტყმებს ატარებს, მაგრამ შემდეგ მეტოქეს უფრო დიდ ზიანს აყენებს. ერთადერთი საეჭვო მხოლოდ ის გახლავთ, რამდენად შეძლებს ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძველებური ფორმის აღდგენას.

შეგახსენებთ, რომ ჯეკ დელა მადალენას დამარცხება შავკატ რახმონოვმა ისლამ მახაჩევს მიულოცა, თუმცა დაღესტნელს მიმართა, რომ ამ წონაში ერთადერთი პრეტედენტი ის არის და არა ავსტრალიელი და დელა მადალენა ჩემპიონი საერთოდ ვერ გახდებოდა, თავად ტრავმა რომ არ მიეღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმა რომ არ მიმეღო, ამას ვერ ეღირსებოდა“ - რახმონოვმა დელა მადალენას უპასუხა
„ტრავმა რომ არ მიმეღო, ამას ვერ ეღირსებოდა“ - რახმონოვმა დელა მადალენას უპასუხა